ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციებზე იმსჯელეს - მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე. ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დადებით გავლენას. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ევროპისა და აზიის ქვეყნებთან ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო 2023 წლის ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებს.