ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლებს.
ამ დროისთვის ჩავის გაწვრთნილი "ბარსა" 28 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება ,ხოლო გატუზოს "ვალენსიას" 15 ქულა აქვს და მე-9 პოზიციას იკავებს.
გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში "ვალენსიას" რიგებში ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და კარგ ფორმაშიც იმყოფება. ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 5 მატჩიდან 3-ჯერ კატალონიელებმა იმარჯვეს, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ერთიც "ვალენსიას" გამარჯვებით მორჩა.
"ვალენსიას" და "ბარსელონას" დაპირისპირება "მესტალიაზე" თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.