მედიაწიგნიერების განვითარების როლს, დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მედია სტანდარტებს მიეძღვნა წიგნიერების გლობალური კვირეული. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორი პანელური დისკუსია. კონფერენციაში სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ესწრებოდა ევროკავშირის წარმომადგენლობა. მედიაწიგნიერების კვირეული გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით წელს მეორედ ჩატარდა, რომლის მიზანიც საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.