„ვოლოდიმირ ზელენსკი - გმირის ტყავში“ - წიგნის პრეზენტაცია

29 ოქტომბერი 2022, 11:33 410 ნახვა

„ვოლოდიმირ ზელენსკი - გმირის ტყავში“ - წიგნი, რომლის პრეზენტაციაც თბილისში შედგა, მკითხველს უკრაინის პრეზიდენტის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. ვინ არის კაცი, რომელზეც ამჟამად, ნაწილობრივ, ევროპის ბედია დამოკიდებული? ამ შეკითხვაზე პასუხს მკითხველი წიგნიდან გაიგებს. ნაშრომი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის მიმდინარეობისას დაიწერა. წიგნი ფრანგულ ენაზე 2022 წლის მაისში გამოიცა; მისი ავტორები არიან ფრანგი ჟურნალისტები რეჟის ჟანტე - პოსტსაბჭოთა სივრცის სპეციალისტი და სტეფან სიოანი - რუსულ-უკრაინული ომის რეპორტიორი.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში