არსიანი“ 100 წლისაა. აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება. ღონისძიება ხვალ მუსიკალურ ცენტრში ჩატარდება. ტრადიციულ რეპერტუართან ერთად პროგრამაშია სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული საკონცერტო ნომრები, რომელსაც ანსამბლის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები შეასრულებენ. პარალელურად კი, საცეკვაო სამოსის ექსპოზიცია გაიმართება, მათ შორის წარმოდგენილი იქნება ის სამუზეუმო ექსპონატებიც, რომელსაც ანსამბლის პირველი თაობის მოცეკვავე-მსახიობები ატარებდნენ. მაყურებელი ასევე ნახავს ანსამბლის 100 წლიანი ისტორიის ამსახველ 100 ფოტოს. “არსიანის“ პირველი კონცერტი 1922 წლის 11 ივლისს გაიმართა. 2016 წელს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს აკადემიურის სტატუსი მიენიჭა. იმავე წელს გაიხსნა ანსმაბლის ვარსკვლავიც.