რომან დოლიძე "UFC Vegas 63"-ზე მე-6 ორთაბრძოლას გამართავს

28 ოქტომბერი 2022, 17:21 2047 ნახვა

"UFC Vegas 63"-ზე რომან დოლიძე მე-5 ორთაბრძოლის მოსაგებად ემზადება. ქართველი მებრძოლის მეტოქე საშუალო წონით დივიზიონში ამერიკელი ფილ ჰოუსსი იქნება.

ამერიკელ მებრძოლს "MMA" -ში სულ 15 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 12-ჯერ იმარჯვა, ხოლო "UFC"-ში 2020 წლიდან ირიცხება და 5 გამართულ შეხვედრაში მის ანგარიშზე 4 გამარჯვებაა.

რაც შეეხება დოლიძეს "MMA"-ში მისი ბალანსი 11 მოგებასა და ერთ მარცხს შეადგენს. ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო პროუმოუშენში კი მეტოქის მსგავსად მასაც ოთხი მოგების საპირისპიროდ ერთი მარცხი უფიქსირდება. ის ერთადერთი შეხვედრა ქართველმა მებრძოლმა ტრევინ ჯაილსთან დათმო.

"UFC Vegas 63" 29 ოქტომბერს, თბილისის დროით, 23:55 საათზე აიღებს სტარტს. რომან დოლიძის შეხვედრა კი, გამთენიისას, დაახლოებით, 02:30 საათზე დაიწყება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი