პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა თუ არ აქვს, რატომ აგრძელებს ამ თემაზე საუბარს - ჯო ბაიდენი

28 ოქტომბერი 2022, 10:27 678 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოხატა სკეპტიციზმი ვლადიმერ პუტინის სიტყვების მიმართ, რომ რუსეთი არ აპირებს უკრაინაში ბირთვული შეიარაღების გამოყენებას. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„თუ მას ასეთი განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ის ამ თემაზე საუბარს? რატომ საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე?“, – განაცხადა ბაიდენმა ამერიკულ მედიასთან.

თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავდეს, თუმცა პენტაგონში განაცხადეს, რომ ჯერ ამის ნიშნებს ვერ ხედავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი