გუშინ ევროპა ლიგის და კონფერენს ლიგის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართება. კონფერენს ლიგაზე ქართველების "სლოვანმა" ერევნის "პიუნიკი" 2-1 დაამარცხა. ძირიდად შემადგენლობაში იყო გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე . ჯაბა კანკავა კი განაცხადში არ იყო. შეხვედრას "სლოვანი" 0-1 აგებდა.
84-ე წუთზე ანგარიში გურამ კაშია გაათანაბრა. 1 წუთში კი "სლოვანმა" კიდევ გაიტანა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს. 5 ტურის შემდეგ "სლოვანი" "ბაზელთან" ერთად 8 ქულით ჯგუფის ლიდერია.
ევროპის ლიგის შეხვედრაში კი "შუტრმმა" როტერდამის "ფეინოორდი" ქართველის გოლით დაამარცხა.
ოთარ კიტეიშვილი მოედანზე 56-ე წუთზე შემოვიდა და გამარჯვების მომტანი გოლი 93-ე წუთზე გაიტანა. 5 ტურის შემდეგ "შუტურმს" 8 ქულა აქვს და შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს.