აშშ-მა ჰიპერბგერითი შეიარაღების კომპონენტები წარმატებით გამოსცადა

27 ოქტომბერი 2022, 14:55 590 ნახვა

აშშ-მა ჰიპერბგერითი შეიარაღების კომპონენტები წარმატებით გამოსცადა. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რაკეტა ვირჯინიის სანაპიროდან გაუშვეს, რაც იარაღის ახალი კლასის განვითარებას შეუწყობს ხელს. ის საათში 6200 კილომეტრს ფარავს. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით აშშ-მა და მისმა გლობალურმა კონკურენტებმა დააჩქარეს ჰიპერბგერითი იარაღის შექმნის ტემპი, რომელიც მოწინააღმდეგეებს რეაქციის დროს უზღუდავს და ბრძოლის ტრადიციულ მექანიზმებს მნიშვნელობას უკარგავს. რაკეტა მიზნის მიღწევამდე ატმოსფეროს ზედა ნაწილში მიფრინავს და ბგერის სიჩქარეს ხუთჯერ აჭარბებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი