პირველი იანვრიდან თამბაქო ახალი შეფუთვით გაიყიდება. სადა შეფუთვის მთავარი მიზანი თამბაქოს მიმზიდველობის შემცირებაა. შეიზღუდება თამბაქოს კოლოფზე ლოგოს, ბრენდის და სასაქონლო ნიშნის ელემენტის გამოყენება.
ბრენდის სახელწოდება შეფუთვაზე ისევ იქნება, თუმცა ნაკლები ხილვადობით. კოლოფის დიდ ნაწილს კი ჯანმრთელობის რისკების შესახებ გაფრთხილება დაიკავებს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სტანდარტიზებულად შეფუთვის გადაწყვეტილების გადავადების საფუძველი არ არსებობს და რეგულაცია ევროდირექტივის ნაწილია.