უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, სამხედროებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქის ოთხი დასახლებიდან ოკუპანტების განდევნა შეძლეს.
საუბარია კარმაზინოვის, მიასოჟაროვის, ნევისა და ნოვოსადოვის დასახლებებზე.
გენშტაბის ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ 17 დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის 13 წერტილი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ოთხი პოზიცია გაანადგურეს.
უწყების ცნობითვე, დღეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმები სპირნეს, სოლედარის, ბახმუტის, ანდრიივკას, მარინკასა და პერვომაისკეს დასახლებებში მოიგერიეს.
ამასთან, უკრაინის ვიცე-პრემიერის ცნობით, შეიარაღებული ძალები PUMA-LE-ს ტიპის 11 უპილოტო საფრენ კომპლექსს შეისყიდის, რომელთა საერთო ღირებულება 540 მილიონ გრივნას აჭარბებს.