საქართველოს ყველა ტექნოპარკში პროექტი “Hardware StartUP ინკუბატორი 2022” მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა ელექტრონული პროექტების შექმნა ისწავლეს. ასევე სხვადასხვა მიმართულებით ჩართულები იყვნენ ტრენინგებისა და მენტორშიფის პროგრამაში.
პროექტის დასკვნითი ეტაპი, ნახევარფინალი თელავის, ბათუმისა და კასპის ტექნოპარკში ჩატარდა, სადაც მთელი საქართველოს მასშტაბით 45 გუნდმა შექმნილი პროტოტიპები და მომზადებული ბიზნეს მოდელი წარადგინეს.
ფინალურ ეტაპზე გადასული 15 გუნდი 31 ოქტომბერს თბილისის ტექნოპარკში სპეციალურად დაკომპლექტებული კომისიის წინაშე წარსდგება.
გამარჯვებული გუნდები ფინანსურ მხარდაჭერას მოიპოვებენ.