საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

23 ოქტომბერი 2022, 23:54 800 ნახვა

საქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე ასპარეზობა 4 მედლით დაასრულა და  გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ოქროს მედლებს გიორგი ელბაქიძე (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79კგ) დაეუფლნენ.

ვერცხლის მედალი სოლომონ მანაშვილს (125 კგ) ერგო. ხოლო  ბრინჯაოს მედალს მირიან მაისურაძე (92 კგ) დასჯერდა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი