საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა აბუ დაბის გრან სლემზე გამოსვლა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ბოლო საჭიდაო დღეს ოქროს მედალი ჩვენს ნაკრებს 90კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ფრანგი ლორის ტასიე მარტივად, შებოჭვით დაამარცხა.
დღეს, კიდევ ერთი ოქროს მედლის შანსი იყო ქალთა ერთეულთა თანრიგში თუმცა, სოფო სომხიშვილმა ფინალური დაპირისპირება ჩინელ მეტოქესთან შებოჭვით წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
შეგახსნებთ, რომ ტურნირზე პირველ საშეჯიბრო დღეს ოქროს მედლის მფლობელი 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60კგ) გახდა, მესამე ადგილი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვა.
აბუ დაბის გრანდ სლემზე ნაჩვენები შედეგით საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.