ოკუპანტმა რუსეთმა უკრაინაში ზაპოროჟიესა და მიკოლაევზე იერიში ირანული წარმოების დრონებით მიიტანა. სუმის მიმართულებით კი ცეცხლი გახსნეს ნაღმტყორცნებიდან, სამხედრო საოლქო ადმინისტრაციების ინფორმაციით ეს-300 ტიპის რაკეტა 5 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, დაშავდა 3 ადამიანი.
კორპუსის ბოლო სართული კი სრულად განადგურდა. რაც შეეხება ზაპოროჟიეს, დაზიანდა კერძო სახლები და სკოლის შენობა.
აგრესორებმა დილით დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს, ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით დაშავდა 5 ადამიანი.
მიუხედავად ყოველმხრივი შეტევისა, უკრაინის არმია მაინც ახერხებს წინააღმდეგობის გაწევას.