ვითარება უკრაინაში

23 ოქტომბერი 2022, 17:20 611 ნახვა

ოკუპანტმა რუსეთმა უკრაინაში ზაპოროჟიესა და მიკოლაევზე იერიში ირანული წარმოების დრონებით მიიტანა. სუმის მიმართულებით კი ცეცხლი გახსნეს ნაღმტყორცნებიდან, სამხედრო საოლქო ადმინისტრაციების ინფორმაციით ეს-300 ტიპის რაკეტა 5 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, დაშავდა 3 ადამიანი.

კორპუსის ბოლო სართული კი სრულად განადგურდა. რაც შეეხება ზაპოროჟიეს, დაზიანდა კერძო სახლები და სკოლის შენობა. 

აგრესორებმა დილით დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს, ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით დაშავდა 5 ადამიანი.

გარდა ამისა, გასული დღე ღამის განმავლობაში დაიბომბა ხარკოვის ოლქი. დონეცკის ოლქში კი რუსული ძალები კვლავ ცდილობენ ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებაზე შეტევას.

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ხერსონის ოქლში, სადაც ოკუპანტები მოსახლეობის იძულებით ევაკუაციას ატარებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი