საკალათბურთო კლუბი "ბათუმი" ოთარ ქორქიას სახელობის საქართველოს სუპერ თასის გამარჯვებულია.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ სუპერ თასის შეხვედრაში გასული სეზონის საქართველოს თასის გამარჯვებული "ბათუმი" სუპერლიგის ჩემპიონ "ქუთაისს" დაუპირისპირდა და 17 ქულიანი სხვაობით 80:63 დაამარცხა.
ბათუმელების შემადგენლობიდან კაილი რიდლიმ 22 ქულა, 9 მოხსნა და 6 გადაცემა მიითვალა, ხოლო სოსო გოგნაძის ანგარიშზე 12 ქულა, 15 მოხსნა და 3 გადაცემა იყო.
ამრიგად ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა "ბათუმმა" ახალი სეზონი ტიტულით დაიწყო.
საკალათბურთო კლუბი "ბათუმი" 30 ოქტომბერს უკვე სუპერლიგის გათამაშებაში ჩაერთვება და გასვლაზე "კაკტუსის" ესტუმრება.