ციმბირში, ქალაქ ირკუტსკში რუსული სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 პილოტი, ოფიციალური პირების ინფორმაციით კი აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაწყებულია ზარალის დათვლა, ასევე დაზარალებულების ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფის პროცესი.
წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფა სუ-30-მა განიცადა.