იტალიას პირველად ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს 

22 ოქტომბერი 2022, 17:19 605 ნახვა

ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერმა ფიცი უკვე დადო და 24-ვე მინისტრის ვინაობაც დაასახელა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იტალიას პირველად ჰყავს ულტრამემარჯვენე მთავრობა.

ჯორჯია მელონის პარტიამ „იტალიის ძმები“ სექტემბერში გამართულ არჩევნებში ამომრჩევლების ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა.

მსოფლიო ლიდერები კი ჯორჯია მელონის პრემიერობას სოციალურ ქსელებში ულოცავენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში