''საზოგადოებრივი მედია''

20 იანვარი 2017, 00:00 2339 ნახვა

''საზოგადოებრივი მედია''– ამ სახელწოდებით არასამთავრობო ორგანიზაციამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის დღეიდან ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. ინიციატივა, რომლის მხარდამჭერებიც ხელვაჩაურის რესურსცენტრი და მახოს საჯარო სკოლა არიან, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის სალექციო კურსის წაკითხვას ითვალისწინებს. პროექტი ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პირველ სამუშაო შეხვედრას, რომელიც აჭარის რადიოში ჩატარდა მაუწყებლის ხელმძღვანელიც ესწრებოდა. ნათია კაპანაძემ ლექციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე სამუშაო პროცესი გააცნო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი