პრემიერა თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. თეატრის ისტორიაში ვოდევილი პირველად დაიდგა.
სპექტაკლი მოწვეულმა რეჟისორმა პეტრე ჩარგეიშვილმა აკაკი წერეთლის ვოდევილის ,,ბუტიაობის’’ მიხედვით დადგა. პიესა 12 წელს ზემოთ ასაკის მაყურებლისთვისაა გათვლილი.
,,ბუტიაობა’’ 86-ე თეატრალური სეზონისთვის მე-3 საპრემიერო ჩვენებაა.