“საერთაშორისო გამჭვირვალობა” პარლამენტს მიმართავს

20 იანვარი 2017, 00:00 2106 ნახვა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”  პარლამენტს მოუწოდებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო  საბჭოს დაკომპლექტების საკითხს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სამეურვეო საბჭოს შეუფერხებელი მუშაობისთვის პარლამენტმა  დროულად უნდა უზრუნველყოს ახალი წევრებით საბჭოს შევსება. განცხადებაში ნათქვამია, რომ  მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევა უნდა იყოს გამჭვირვალე და მაქსიმალურად ობიექტური პროცესი. არასამთავრობო ორგანიზაცია მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს დროულ დაკომპლექტებაზეც საუბრობს. საბჭოს სრულად დაკომპლექტების პრობლემა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოშიც დგას, ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი