საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ქარუმიძე უკრაინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას ეხმიანება.
"ჩემთვის აბსოლუტური იმედგაცრუებაა, რომ უკრაინა მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქართველებს სანქციები დაუწესა, მეორეა, რუსეთის შემდეგ," - წერს ლევან ქარუმიძე "ტვიტერზე".
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ოთხ წევრს: ალექსანდრე ივანიშვილს, ქეთევან ხარაიძეს, უჩა მამაცაშვილს, ტიტე მამაცაშვილს და რამდენიმე ქართველ ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
აღნიშნული განკარგულება ცოტა ხნის წინ, გამოქვეყნდა.