ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი სუპერმარკეტი გაქურდეს. მძარცველებმა მოლარის ინფორმაციით, თამბაქო წაიღეს, თუმცა რა რაოდენობის და ღირებულების - არაფერს ამბობენ. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.
სამართალდამცავების მიერ ფაქტზე უკვე მხილებულია არასრულწლოვნები.