„კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ - ასე ჰქვია კულინარიულ გზამკვლევს, რომლის პრეზენტაციაც ქობულეთში გაიმართა. წიგნში 110-მდე კერძია შეტანილი. მასში ნაკლებცნობილი და მივიწყებული კერძების, დესერტების რეცეპტები, მასთან დაკავშირებული ტრადიციები და ფოტოებია განთავსებული.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქობულეთური, ლაზური და მთიანი აჭარის კულინარიული სივრცეები, სადაც ცნობილმა შეფმზარეულებმა აჭარული კერძები მოამზადეს.
წიგნის ელექტრონული ვერსიის ნახვა მსურველებს სააგენტოს ტურისტულ პორტალზე შეუძლიათ.
კულინარიული გზამკვლევის ბეჭდური ვერსია გიდებს კვების ობიექტებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს საჩუქრად გადაეცათ.