ვაკის პარკის ტრაგედია - დაკავებულებს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

19 ოქტომბერი 2022, 14:30 432 ნახვა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ყველა მათგანი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მათი ნაწილი ცოტა ხნის წინ ადვოკატებმა მოინახულა.

დაკავებულების უფლებადამცველების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ, უმეტესობისთვის კი, დაკავება საერთოდ მოულოდნელი იყო.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ამ ეტაპისთვის დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ, თუმცა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობასა და ჭეშმარიტების დადგენაზე უარს არ აცხადებენ.

ამბობენ, რომ სასამართლო სხდომაზე დეტალებზე ისაუბრებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი