ვაკის პარკის ტრაგედია - დაკავებულებს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

19 ოქტომბერი 2022, 11:20 420 ნახვა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ყველა მათგანი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მათი ნაწილი ცოტა ხნის წინ ადვოკატებმა მოინახულა.

დაკავებულების უფლებადამცველების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ, უმეტესობისთვის კი, დაკავება საერთოდ მოულოდნელი იყო. როგორც ადვოკატი განმარტავს, ამ ეტაპისთვის დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ, თუმცა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობასა და ჭეშმარიტების დადგენაზე უარს არ აცხადებენ. ამბობენ, რომ სასამართლო სხდომაზე დეტალებზე ისაუბრებენ.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა გუშინ 9 პირი დააკავეს. 

დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი