ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

18 ოქტომბერი 2022, 20:56 1246 ნახვა

ბუქარესტში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ცნობილია საქართველოს  ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეებიც.
 საქართველო A ჯგუფში არის , სადაც მეტოქეებად: ბელგიის, ნიდერლანდების და პორტუგალის ნაკრებები ეყოლება.

B ჯგუფი: რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა, ხორვატია.
C ჯგუფი: ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი.
D ჯგუფი: ნორვეგია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში 2023 წლის ზაფხულში საქართველოს და რუმინეთში გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე სულ 16 გუნდი ითამაშებს.  A და C ჯგუფების მატჩები საქართველოში გაიმართება, ხოლო B და D  ჯგუფები - რუმინეთში. 

ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისს ბუქარესტში გაიხსნება, ხოლო ფინალი  - 8 ივლისს ბათუმში გაიმართება.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველოში 4 სტადიონი უმასპინძლებს. შეხვედრები ბათუმის სტადიოზე, ქუთაისი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე  და თბილისის  დინამო არენაზე  ჩატარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი