„საქართველოს ციხე სიმაგრეები ახალი შინაარსის მოლოდინში“- ამ სახელწოდებით პარლამენტში ფოტო-გამოფენა და პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პარლამენტის კულტურის კომიტეტის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის - ციხე სიმაგრეების, კოშკების, გალავნების და ციხე-დარბაზების დღევანდელი მდგომარეობის შესწავლა და ამ მემკვიდრეობის ახალი ფუნქციითა და შინაარსით დატვირთვის პერსპექტივების განხილვა. თემატური მოკვლევის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები აღსასრულებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.