ღია ცის ქვეშ დარჩენილი ოჯახი

20 იანვარი 2017, 00:00 2559 ნახვა

ქობულეთში, სოფელ შუაღელეში მცხოვრები რევაზიშვილების ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. მათი საცხოვრებელი სახლი გვიან ღამით დაიწვა, ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა რევაზიშვილების ქონება. ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე ქობულეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა. მეზობლების თქმით, სახანძრომ ადგილზე მისვლა დაახლოებით საათნახევრით დააგვიანა, რასაც განყოფილების უფროსი უარყოფს. ის ირწმუნება, რომ სახანძრო მანქანები შეტყობინების შესვლისთანავე გავიდნენ.  ქობულეთის გამგებლის ინფორმაციით,  ოჯახს პირველ ეტაპზე ქირით გაიყვანენ, მოგვიანებით კი მათ თანხა გამგებლის სარეზერვო ფონდიდანაც გამოეყოფათ. ხანძრით დაზარალებულებს აჭარის მთავრობა 10 ათასი ლარით აფინანსებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი