ბავშვის მდგომარეობა, რომელიც ხელვაჩაურში ძაღლმა დაკბინა, სტაბილურია

18 ოქტომბერი 2022, 12:40 8979 ნახვა

ხელვაჩაურში, ძაღლის მიერ დაკბენილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ინფორმაციას მცირეწლოვანის დედა გვიდასტურებს.

შემთხვევა გუშინ მოხდა, 4 წლის ბავშვი ხელვაჩაურში, სახლთან ახლოს ბავშვებთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც ძაღლმა სახისა და კისრის არეში უკბინა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა და ოპერაცია ჩაუტარდა.

მშობლის ინფორმაციით, ბავშვი შემთხვევის მომენტიდან კონტაქტურია და ახლა თავს კარგად გრძნობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი