რუსეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 13 ადამიანი ემსხვერპლა

18 ოქტომბერი 2022, 10:02 598 ნახვა

რუსეთის ავიაგამანადგურებლის საცხოვრებელ სახლზე შეჯახების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა, დაშავებულია 19 ადამიანი.გარდაცვლილთა შორის სამი ბავშვია. ინფორმაციას მედია რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „სუ-34“ ტიპის თვითმფრინავი საწვრთნელი ფრენის განხორციელების დროს ჩამოვარდა, მფრინავებმა კატაპულტირება შეძლეს. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ ხუთ სართულზე ხანძარი გაჩნდა.

შემთხვევა კრასნოდარის მხარეში მოხდა, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი