კარიმ ბენზემა ოქროს ბურთის მფლობელია

18 ოქტომბერი 2022, 08:40 700 ნახვა

პარიზში გამართულ  "ოქროს ბურთის" რიგით 66-ე დაჯილდოვებზე საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელად "რეალის" ფრანგი თავდამსხმელი კარიმ ბენზემა დაასახელეს.

ქალთა შორის კი ოქროს ბურთის მფლობელი ალესია პუტელასი გახდა. ,,ბარსელონას" ფეხბურთელმა ზედიზედ მეორედ მოახერხა ოქროს ბურთის მოპოვება.

სხვა ნომინაციები: 

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი ,,ბარსელონას" ნახევარმცველს გავის გადაეცა.

,,ბაიერნის" სენეგალელ შემტევმა სადიო მანემ კი   სოკრატისის ჯილდო საქველმოქმედო საქმიანობაში გაწეული შრომისთვის მიიღო.

წლის საუკეთესო თავდამსხმელი ‘’ბარსელონას’’ ფეხბურთელი რობერტ ლევანდოსვკი გახდა. პოლონელმა გრედ მიულერის ჯილდო მიიღო.
წლის საუკეთესო მეკარე ‘’რეალის’’  მეკარე ტიბო კურტუა გახდა. ბელგიელი ლევ იაშინის  ჯილდოს მფლობელია.

"მანჩესტერ სიტი" 2022 წლის საუკეთესო კლუბად დასახელდა .
ჟურნალი France Football ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს "ოქროს ბურთით", იგივე Ballon d'Or-ით 1956 წლიდან, ყოველწლიურად აჯილდოებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი