ამ ეტაპზე რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას ვერ ვხედავ - ფინანსთა მინისტრი

17 ოქტომბერი 2022, 15:37 619 ნახვა

ამ ეტაპზე რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას, მე პირადად, ვერ ვხედავ, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რომელსაც კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოლდოვაში დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, თუ დადგება ისეთი ვითარება, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რა სტანდარტიც ქვეყანაშია საჭირო უსაფრთხოების მიმართულებით ამასთან დაკავშირებით შეიძლება, იყოს საუბარი, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ დგას. 

"დღეს არსებული მექანიზმები, რომელი მექანიზმებითაც ხდება შესაბამისი კონტროლი, მათ შორის სავიზო რეჟიმი კონტროლის ერთ-ერთი საშუალებაა, ვთქვათ, ვინ იქნას შემოშვებული ქვეყანაში და ვინ არა, საფრთხეებს ვინ შეიცავს ან არ შეიცავს, როდესაც ესა თუ ის პირი აპირებს ქვეყანაში შემოსვლას. დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ქვეყანას აქვს და შესაბამისად, ამ ეტაპზე ამის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ. თუ დადგება ისეთი მომენტი, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რა სტანდარტიც ქვეყანაშია საჭირო უსაფრთხოების მიმართულებით, ამაზე შეიძლება, იყოს საუბარი, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არის“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

დღეს სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვის პრეზიდენტთან ერთბრლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ „რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა ნამდვილად არის გამოწვევა, გამორიცხული არ არის, რომ საკმაოდ ლიბერალური სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს. სავიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი