"ძვირფასო ვეტერანებო, მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მადლობა გადაგიხადოთ ქვეყნის და გლობალური უსაფრთხოების სამსახურისთვის - თორნიკე რიჟვაძე

17 ოქტომბერი 2022, 14:45 477 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ვეტერანებს, ვეტერანთა დღეს ულოცავს. 

"ძვირფასო ვეტერანებო, მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მადლობა გადაგიხადოთ ქვეყნის და გლობალური უსაფრთხოების სამსახურისთვის.

მინდა ჩვენი პატივისცემა გამოვხატო ყველა დაღუპული გმირის და მათი ოჯახების მიმართ. საქართველო ნამდვილად არის გმირების სამშობლო. ჩვენ მადლობას ვუხდით და პატივს ვცემთ ყველა თაობის ვეტერანს", - წერს სოციალურ ქსელში თორნიკე რიჟვაძე.

17 ოქტომბერი, ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში