ქართველებისა და მოლდოველების ვალია, შევძლოთ ჩვენი ევროპული ოცნების შესრულება - მაია სანდუ

17 ოქტომბერი 2022, 14:09 507 ნახვა

ჩვენი, ქართველებისა და მოლდოველების ვალია, რომ შევძლოთ ჩვენი ევროპული ოცნების შესრულება - ამის შესახებ მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენთვის, ქართველებისა და მოლდოველებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაკეთოთ ყველაფერი - ჩვენი, ქართველებისა და მოლდოველების ვალია, რომ შევძლოთ ჩვენი ევროპული ოცნების შესრულება, ჩვენი ხალხების ევროპული ოცნების შესრულება. ჩვენი მომავალი გახლავთ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკურ და ღირებულებით სფეროში ევროპის. ჩვენ გვექნება უფრო მეტი შესაძლებლობა თავისუფლად განვვითარდეთ უსაფრთხოების და კეთილდღეობის ფარგლებში. დიალოგი, ორმხრივი თანამშრომლობა, ღირებულებებისა და გამოცილებების გაზიარება გახლავთ ევროპული ინტეგრაციის ნაწილი, რაც დაეხმარება ჩვენს ქვეყნებს გააძლიერონ თავიანთი ევროპული კურსი. ასევე, ეს დაეხმარება მოქალაქეებს იცხოვრონ თავისუფალ სამყაროში, თავისუფალ მსოფლიოში," - განაცხადა მაია სანდუმ. 

მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატსა და დღის წესრიგში დიდ ცვლილებებს ვერ ხედავს მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და უკრაინას, მოლდოვას მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველოს კი პერსპექტივა და გასცა რეკომენდაციები 12 პუნქტის შესასრულებლად. 

"დიდი ცვლილებები არ დამინახავს დისკუსიის ფორმატში. ყველა ქვეყანას აქვს თავისი პირობა შესასრულებელი. როგორც მოლდოვის რესპუბლიკას აქვს ცხრა პირობა შესასრულებელი, ასევე საქართველოს აქვს თავისი პირობები, რომლებიც უნდა შეასრულოს.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სირთულეების მიუხედავად, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ზოგადად, ჩვენს ქვეყნებში დაწესებულებები დიდ კრიზისებს უნდა გაუმკლავდნენ და არის დრამატული სიტუაცია, მაგალითად, მოლდოვის რესპუბლიკაში გვაქვს ენერგოკრიზისი და ამ კუთხით არის დრამატული სიტუაცია, ასევე გადასაწყვეტია სხვა პრობლემები, რომლებიც მოდის ეკონომიკურ- სოციალური პრობლემებიდან და რომელიც ამ ომით არის გამოწვეული.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი მთავარი მიზნები, პრიორიტეტები, შიდაგამოწვევები დაკავშირებულია რეფორმებთან, ეს იქნება სასამართლო სისტემა, სხვადასხვა ინსტიტუციის გაძლიერება. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და მოვალეობა ჩვენი მოქალაქეების მიმართ და ჩვენი ვალდებულება ასევე ევროკავშირისადმი",- განაცხადა მაია სანდუმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი