"Air Moldova"-მ თბილისი-კიშინეუს მიმართულებით ფრენები დაიწყო

17 ოქტომბერი 2022, 10:32 757 ნახვა

"Air Moldova"-მ თბილისი-კიშინეუს მიმართულებით ფრენები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კიშინეუ-თბილისის პირველი რეისით 140 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან კიშინეუში – 133 ადამიანი გაემგზავრა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ფრენები კვირაში ორი დღის სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, "Airbus 319" ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. ნოემბრიდან, ზამთრის სეზონზე, კი ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხ დღემდე გაზრდას გეგმავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი