რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ნაწილიდან ე.წ. სახელმწიფო უწყებების ევაკუაციის პროცესი დაიწყეს - უკრაინის გენშტაბი

17 ოქტომბერი 2022, 10:27 585 ნახვა

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ხერსონის ნაწილიდან ე.წ. სახელმწიფო უწყებების ევაკუაციის პროცესი დაიწყეს.

მათივე ინფორმაციით, ხერსონიდან ოკუპირებულ ყირიმში გააქვთ ბანკებისა და საპენსიო ფონდების ქონება.

როგორც გენშტაბში აცხადებენ, ბოლოს 24 საათში რუსეთის არმიამ ორი სარაკეტო და 26 საავიაციო იერიში განახორციელა. 80-ჯერ გახსნა არტილერიიდან და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. რუსი ოკუპანტების დარტყმების სამიზნე 20 დასახლებული პუნქტი გახდა. 

მათივე ცნობით, რუსები განაგრძობენ სარაკეტო დრონებით შეტევას. ამჯერად იერიში მიიტანეს ნიკოლაევის ოლქზე, სადაც უკრაინელების ცნობით, სამიზნე იყო ფარმაცევტული საწყობი და სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი