რუსულმა ძალებმა კიევი დაბომბეს - უკრაინული მედია

17 ოქტომბერი 2022, 10:20 485 ნახვა

ცოტა ხნის წინ, კიევში აფეთქების ხმა გაისმა-ინფორმაციას უკრაინული მერია კიევის მერზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ქალაქის მერი  იუწყება, აფეთქება უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში მოხდა. 

ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დილით კიევზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად, ნანგრევებში ორი ადამიანია მოყოლილი. მისივე ცნობით, მაშველებმა 18 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

„კამიკაძე დრონების შეტევის შედეგად აფეთქება მოხდა საცხოვრებელ სახლში შევჩენკოს რაიონში. ამ ეტაპზე გადარჩენილია 18 ადამიანი. წინასწარი ცნობით, ორი ადამიანი ნანგრევებში რჩება. მაშველები მუშაობას აგრძელებენ“, – განაცხადა კლიჩკომ.

მისივე თქმით, განხორციელებული თავდასხმის შედეგად არასაცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

„მუშაობს სახანძრო ბრიგადები. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. ადგილზე მედიკოსები არიან მობილიზებული. ვაზუსტებთ ინფორმაციას დაზარალებულების შესახებ“, - წერს კლიჩკო.

კლიჩკო მოუწოდებს მოქალაქეებს, თავშესაფრებში დარჩნენ.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ დედაქალაქს თავს „კამიკაძე- დრონებით“ დაესხნენ.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს, დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში