იტალიის ''სერია ა''-ს მეათე ტურის შეხვედრაში ''ნაპოლიმ'' საკუთარ მოედანზე ''ბოლონია'' მიიღო და 3-2 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ ამ დაპირისპირებაში საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
41-ე წუთზე მოულოდნელად ზირკზემ ''ბოლონია'' წინ გაიყვანა, თუმცა 4 წუთში ჟუან ჟესუსმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა.
49-ე წუთზე კვარაცხელია დარტუმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ხოლო დამატებაზე ლოსანომ გაიტანა და ''ნაპოლი'' წინ გავიდა. მალევე ბაროომ ანგარიში 2-2 გახადა.
69-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცელიას გადაცემის შემდეგ ვიქტორ ოსიმენმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და ''ნაპილიმ''მორიგი 3 ქულა მოიპოვა.
10 ჩატარებული მატჩის შემდეგ სპალეტის გუნდი 26 ქულით ჩემპიონატის ერთპიროვენული ლიდერია. 23 ოქტომბერს ხვიჩა კვარაცხელიას ''ნაპოლი'' გასვლაზე ''რომას'' დაუპირისპირდება.