“შავმა ლომმა” მიმდინარე სეზონში რაგბი ევროპის სუპერ თასზე პირველი მარცხი განიცადა

16 ოქტომბერი 2022, 18:29 594 ნახვა

"შავმა ლომმა“ მიმდინარე  სეზონში  რაგბი ევროპის სუპერ თასზე პირველი მარცხი განიცადა.  

ლევან მაისაშვილის გუნდი მე-4 ტურის მატჩი „თელ-ავივ ჰითს“ ესტუმრა და 24:18 დამარცხდა. სტუმართაგან შეხვედრაში გატანილი ლელოთი თავი, დემურ თაფლაძემ და მიხეილ გაჩეჩილაძემ გამოიჩინეს. ერთი  გარდასახვა და ორი ჯარიმა კი გიორგი ბაბუნაშვილის ანგარიშზეა.

მომდევნო შეხვედრას "შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერთასზე 23 ოქტომბერს სტუმრად რუმინული ფრენჩაიზის "მგლების“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში