ვაკის პარკის ტრაგედია  

16 ოქტომბერი 2022, 14:38 573 ნახვა

13 ოქტომბერს მომხდარ ტრაგედიაზე საგამოძიებო მოქმედებები   გრძელდება.   შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დირექტორი გამოკითხვაზე გუშინ ისევ დაიბარეს, ლაშა ფურცხვანიძემ  პოლიცია გვიან ღამით დატოვა.  

კომპანია ''გრინსერვის+''-ის დირექტორის,  ლაშა ფურცხვანიძის თქმით, ვაკის პარკის შადრევანი ყველა წესის დაცვით იყო გაკეთებული და ის როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა ექსპერტებმა შეამოწმეს. 

აცხადებს, რომ საქმეში "ძალიან ბევრი დამთხვევაა", რადგან მისი თქმით, მისი კომპანიის თანამშრომლები ხშირად ჩადიოდნენ იმ აუზში, სადაც 13 ოქტომბერს 3 ბავშვს დენმა დაარტყა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში