იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "ბოლონიას" უმასპინძლებს.
9 მატჩის შემდეგ ნეაპოლელებს 23 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო "ბოლონია" 7 ქულით მე-17 პოზიციას იკავებს.
დღევანდელ დაპირისპირებაში სპალეტის გუნდს ზამბო ანგისა და რაჰმანი დააკლდება. "ბოლონიას" კი მთავარი ბომბარდირი მარკო არნაუტივიჩი არ ეყოლება.
ეს მატჩი"სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე " დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 9 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 5 გოლი , 2 საგოლე გადაცემა და 2 მოპოვებული პენალტია.