"ბათუმმა" ევროპის სუპერ თასსზე "რუმინელი მგლები" 23-3 დაამარცხა

15 ოქტომბერი 2022, 16:28 1026 ნახვა

"ბათუმმა" რაგბი ევროპის სუპერ თასზე მეორე შეხვედრა მოიგო.
ბათუმელებმა "რუმილელ მგლებთან"  მატჩი ბათუმის რაგბი არენაზე  23-3 მოიგეს  და აქტივში ბონუს ქულაც ჩაიწერეს.

"ბათუმის" მხრიდან ლელოები : ურჯუკაშვილმა, მამრიკიშვილმა და სიჭინავამ დადეს.

ერთი ჯარიმა და 2 გარდასახვა კი  ზუსტად ჯინჭველაშვილმა შეასრულა.
ამ დროისთვის რაგბი ევროპის სუპერ თასის სატურნირო ცხრილში "ბათუმი" 9 ქულით მეორე ადგილზეა.

შემდეგი შეხვედრა ამ ტურნირზე ირაკლი ნინიძის გაწვრთნილ გუნდს 22 ოქტომბერს ისრაელში თელ'ავის "ჰითის" წინააღმდეგ ელოდება.

მანამდე კი "ბათუმი" რაგბი დიდი 10 -ის გათამაშებაში ხვალ თბილისის "აკადემიას" უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში