რუსთავში შვილის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სამზარეულოს დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების გამო ქალმა დიდი ოდენობით სისხლი დაკარგა. მუცლის არეში დაჭრილ პაციენტს რამდენიმე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ამ წუთებშიც მედიკოსები მძიმე პაციენტის გადასარჩენად იბრძვიან.
შსს-ს ინფორმაციით 19 წლის მოზარდი დაკავებულია ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მუხლის საფუძველზე. ის პროკურატურისგან ოფიციალური ბრალის წარდგენას ელოდება.