რაგბის კლუბ "ბათუმს" დატვირთული უქმეები ელოდება

15 ოქტომბერი 2022, 11:26 642 ნახვა

რაგბის კლუბ "ბათუმს" დატვირთული უქმეები ელოდება. ბათუმელები დღეს რაგბი ევროპის სუპერ თასის მე-4 ტურის შეხვედრაში "რუმინელ მგლებს" უმასპინძლებენ, ხოლო ხვალ 16 ოქტომბერს "ბათუმი" დიდი 10-ის მეექვსე ტურის მატჩში თბილისის "აკადემიას" დაუხვდება.

რაგბი ევროპის სუპერ თასსზე 3 ტურის შემდეგ შავიზღვისპირელებს 4 ქულა აქვთ და ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებენ,  თუმცა უახლოეს კონკურენტებთნ ჩამორჩენა მინიმალურია.

დღეს "ბათუმის" და "რუმინელი მგლების" მატჩი ბათუმი რაგბი არენაზე 14:30 საათზე დაიწყება. რაც შეეხება დიდი 10-ის გათამაშებას "ბათუმი " აქ 14 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

თბილისის აკადემიასთან მატჩი კი ხვალ 16 ოქტომბერს ბათუმში 13:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში