"ნაპოლის" ნახევარმცველი ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა ტრამვირებულია. ნეაპოლელებმა უკვე დაადასტურეს, რომ კამერუნელს ბარძაყის დაზიანება აქვს. ამ დროისთვის უცნობია თუ რამდენი ხანი გამოაკლდება ანგისა სპალეტის გუნდს.
იტალიური პრესის ინფორმაციით, ზამბო მინიმუმ 2 კვირა ვერ ითამაშებს. ანგისამ ტრამვა "აიაქსთან" შეხვედრაში 49-ე წუთზე მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე ნდომბელე გამოვიდა. მიმდინარე სეზონში ზამბო ანგისამ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
"ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას 16 ოქტომბერს შინ "ბოლონიასთან" გამართავს.