21-23 ოქტომბერს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები აბუდაბის გრანდ სლემზე იასპარეზებს.
წინასწარი განაცხადის თანახმად, ტატამზე 12 ქართველ ძიუდოისტს (10 კაცი, 2 ქალი) ვიხილავთ.
ვაჟთა შორის საქართველოს ნაკრების ღირსებას: გიორგი სარდალაშვილი, თემურ ნოზაძე (ორივე – 60 კგ.), გიორგი თუთაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე – 66 კგ.), გიორგი ტერაშვილი (73 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე – 90 კგ.), ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი (ორივე – 100 კგ.) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ.) დაიცავენ.
ქალთა ერთეულთა თანრიგში კი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) იჭიდავებენ.