ქვემო სილეზიის დელეგაცია დღეს ბათუმის დელფინარიუმში იმყოფებოდა. სტუმრებმა კულტურული პროგრამის ფარგლებში დელფინების შოუ ნახეს. შემდეგ კი ბათუმის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს. დელეგაციაში არიან ჟურნალისტებიც, რომლებიც საქართველოს შესახებ პოლონურ მედიაში მასალებს განათავსებენ. ბათუმში იმყოფება ქვემო სილეზიის მარშალიც.