ტრაგიკული შემთხვევა ვაკის პარკში

13 ოქტომბერი 2022, 19:58 582 ნახვა

ვაკის პარკში შემთხვევა დღეს დილით მოხდა, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. თვითმხილველები  ყვებიან, რომ ბავშვები ბურთით თამაშობდნენ, რომელიც აუზში ჩავარდა. თავდაპირველად ბავშვმა ბურთის ამოღება სცადა, დენის დარტყმის შემდეგ კი მისი დახმარება მეგობრებმა სცადეს. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. სამი არასრულწლოვანიდან ერთი 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. დაშავებული 2 მოზარდი კი კლინიკებში აგრძელებენ მკურნალობას. ერთ-ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზე რჩება. ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრის მოადგილემ, თქვა, რომ არასრულწლოვნები დღეს საგაკვეთილო პროცესს არ ესწრებოდნენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში